ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო  უწყების დირექტორს მიაჩნია, რომ ირანს ოთხ წელიწადში შეიძლება უკვე ჰქონდეს ბირთვული იარაღი.


ბიბისისადმი დღეს მიცემულ ინტერვიუში ჯონ ნეგროპონტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი აქტიურად იღწვის, რათა ბირთვული იარაღები შეიმუშაოს. მისივე განცხადების თანახმად ეს ფაქტი ძალზე შემაშფოთებელია.

თუმც, მან იქვე აღიარა, რომ მას არ გააჩნია ის ტექნიკური განათლება, რომელიც საჭიროა ირანის ბირთვული პოტენციალის ზუსტი შეფასებისათვის. მან ირანს ბრალად დასდო ის, რომ იგი მსოფლიოში ტერორიზმს უწყობს ხელს

XS
SM
MD
LG