ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას ირანისათვის საინიციატივო პაკეტის საკითხზე


აშშ-ის სახელმწოფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი სერიოზულად მიუდგება ამ ინიციატივას და შეაჩერებს ურანის გამდიდრების პროგრამას. შეთანხმებას ვენაში მიაღწიეს. იმ შემთხვევაში, თუ ირანი არ წავა ამ გარიგებაზე გაერო

უშიშროების საბჭო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ირანის წინააღმდეგ. ამერიკული საინფორმაციო საშუალებებისადმი მიცემულ ინტერვიუში რაისმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო და გერმანია იმედოვნებენ, რომ ოფიციალური თეირანი ამ ინიციატივაზე რამოდენიმე კვირაში გააკეთებს რეაქციას. დიპლომატთა განცხადების თანახმად საფრანგეთი და გერმანია ამ რამოდენიმე დღეში ოფიციალურად მოუწოდებენ ირანს დაიწყოს მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG