ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ!


მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა დაცვის დღე ზეიმთანაა ასოცირებული, არ შეიძლება საქართველოში შექმნილ რეალობას გვერდი ავუაროთ - ქვეყანაში მაწანწალა ბავშვები მომრავლდნენ. მახსენდება პოეტ ნიკოლოზ იოსებიძის შარჟი ცნობილ ლექსზე :

მე პატარა ქართველი ვარ

კავკასიის მთების შვილი

ქუჩა-ქუჩა, ბაზარ-ბაზარ

დავწანწალებ ყოველ დილით !

ქართლ-კახეთი, იმერეთი

გურია და სამეგრელო

ყველა ჩემი სამშობლოა

დამშეული საქართველო !

1995 წელს, 11 წლის წინ თბილისში პედაგოგმა ნანა იაშვილმა დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ ბავშვი და გარემო“. ორგანიზაცია ქუჩის ბავშვებს, რისკის ზღვარზე მყოფ ბავშვებს, უნარშეზღუდულებს პირველად დახმარებას უწევს- სამედიცინოს, ფსიქოლოგიურს, აძლევს მათ დროებით თავშესაფარს, ზრუნავს მათ განათლებაზე... ნ.იაშვილი : „ -1993-94 წლებში გაჩნდნენ ეს ბავშვები ქუჩაში. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ, იყო მათი ოჯახების ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა.“ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით კიევში გუშინ ბავშვთა ჯგუფი გაემგზავრა, რომლებმაც კონკურსში „ ჩემი უკრაინა“ გაიმარჯვეს. კონკურსი საერთაშორისო ფონდ „ვუნდერკინდის“ და გაზეთ „ნერგის“ ორგანიზებით მოეწყო. „ნერგის“ პასუხისმგებელი მდივნის ციალა ხუციშვილის კომენტარი : „ - კიევში 6 გამარჯვებული ბავშვი გაემგზავრა. ასეთივე კონკურსი უკრაინაშიც გაიმართა, კონკურსში „ ჩემი საქართველო“ გამარჯვებული ბავშვები ამ დღეებში თბილისში ჩამოვლენ...“

XS
SM
MD
LG