ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისაგან მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს


ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პროგრამის ირგვლივ ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენელთა ხელმძღვანელი მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

ეს მოლაპარაკება შედგება იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი დააკმაყოფილებს გასულ სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის წამოყენებულ მოთხოვნებს.

სექტემბერში დადებული შეთანხმების თანახმად ჩრდილოეთ კორეა დათმობს ბირთვულ პროგრამას, ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარების, უსაფრთხოების გარანტიის და შეერთებული შტატების მხრივ ჩრდილოეთ კორეის დიპლომატიური აღიარების პირობით.

ფხენიანმა ასევე მოითხოვა შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ კომპანიებზე ფინანსური ზეწოლა.

XS
SM
MD
LG