ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ვენაში მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ირანის მიერ ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისთვის სამაგიერო ანაზღაურების პაკეტის შეთავაზებაზე და თეირანის მხრიდან ამ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ ისაუბრებენ.ქალბატონმა რაისმა განაცხადა, რომ იმშემთხვევაში თუ ირანი ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე უარს იტყვის, ამერიკა მზადაა თეირანთან მოსალაპარაკებლად ევროპის ქვეყნებს შეუერთდეს.შეხვედრა პრეზიდენტი ბუშის განცხადების გაგრძელებაა, როდესაც მან თქვა, რომ მოლაპარაკება ირანთან გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია:

“მე დარწმუნებული ვარ, საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების დიდ მნიშვნელოვნელობაში. მე გადავწყვიტე, რომ პრობლემის მოგვარება ამერიკის ლიდერობით უნდა მოხდეს. ირანელებს კი ვატყობინებთ, რომ ამერიკა მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუჯდება, თუ ირანს პირველ რიგში იარაღი არ ექნება და მეორე თუ თეირანი ყველანაირ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას შეწყვეტს”. თეირანში კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრამა მანუჩეჰრ მოტაკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ურანის გამდიდრებაზე მუშაობის შეწყვეტას არ აპირებს, მაგრამ მიესალმება ამერიკასთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის უკანასკნელად 1979-ტ წელს ჩატარდა.

XS
SM
MD
LG