ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ქალაქ ჰადიტიში მომხდარი ინციდენტის შედეგების გამოსწორების მიმართულებით


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარდლობამ განკარგულება გასცა ერაყში დისლოცირებული ამერიკული ნაწილების მეთაურებმა განახორციელონ წვრთნა, რომელიც ბრძოლის ველზე მორალური და ეთიკური ნორმების განმტკიცებას ითვალისწინებს.

ამ განკარგულების გაცემის მიზეზი გახდა გასულ წელს ქალაქ ჰადიტაში ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცების მიერ 24 შეუიარაღებელი ერაყელი სამოქალაქო პირის დახოცვის ფაქტის გამოძიება.

გენერალ ლეიტენანტის პიტერ ჩიარელის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, სამხედრო წვრთნის დროს ყურადღება გამახვილდება დისციპლინაზე და საბრძოლო ოპერაციებისას პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე.

პრეზიდენტი ბუში შეშფოთებულია ქალაქ ჰადიტაში მომხდარით და პირობას სდებს რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

XS
SM
MD
LG