ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეების დახოცვის ფაქტის პარალელური გამოძიება დაიწყო.


ამერიკელ საზღვაო ქვეითებს, ჰადითაში თხუთმეტიდან ოცდაოთხამდე უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაში სდებენ ბრალს. ჯარისკაცების გავეშება დასახლებაში მათი ავტოკოლონის წინააღმდეგ განხორციელებულმა გზის პირას ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებამ გამოიწვია, რომელსაც ერთი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.მოკლულ მშვიდობიან მოსახლეთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. 12-ტი წლის საფა იუნისი მხოლოდ თავის მომკვდარუნებამ გადაარჩინა.“ამერიკელებმა ჩვენი სახლის კარზე დააკაკუნეს. მამაჩემი გასაღებად წავიდა, მათ იგი მაშინვე მოკლეს. მას კარს მიღმიდან ესროლეს. შემდეგ ამერიკელებმა კარი გააღეს და უკვე მკვდარს ზევიდან კიდევ დაახალეს ტყვიები”. ამბობს პატარა საფა.პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ ისიც და საზღვაო ქვეითებიც ამ ფაქტით შეწუხებულები არიან:“საზღვაო ქვეითთა შენაერთებში ღირსეული ხალხი მსახურობს, ისინი კანონს პატივს სცემენ. თუ მათ მიმართ წაყენებული ბრალდება სამართლიანია, საზღვაო ქვეითები ყველა ღონეს იხმარენ რათა შექმნილი მდგომარეობა გამოასწორონ. ხოლო ისინი კი ვინც კანონი დაარღვია, თუ რა თქმა უნდა ეს დარღვევა დამტკიცდა, საკადრისად დაისჯებიან”.საზღვაო ქვეითთა მთავარსარდალი გენერალი მაიკლ ჰეგი გასულ მაისს ერაყში ჩავიდა და არაორდინარული სიტყვით გამოვიდა. მან ხელქვეითებს შეახსენა, რომ ლეტალური შედეგის აუცილებელი გამართლება ყოველთვის უნდა არსებობდეს. მან დაამატა, რომ ბრძოლას ჯარისკაცთა შორის სიკვდილისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება ძალუძს.ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის სამხედრო ექსპერტი ენთონი კორდისმენი ფიქრობს, რომ ინდიფერენტული ჯარისკაცი ბრძოლის დროსაც არაკომპეტენტურია და მისი შეცდომები მოწინააღმდეგის პროვოცირებას ახდენს.“ყოველთვის, როდესაც ჯარისკაცი თვითკონტროლს კარგავს, თავისდაუნებურად იგი სხვა ამერიკელების მკვლელობას უწყობს ხელს. ისევე, როგორც ამას გამყიდველები თუ მოთარეშები სჩადიან”. ამბობს ბატონი კორდისმენი.

ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი ამბობს, რომ ამერიკელთა მხრიდან ჰადითას ხოცვა-ჟლეტასტან დაკავშირებული თავის მართლება მას უკვე მოთმინებას აკარგვინებს და თავად აპირებს ერაყის მხრიდან გამოძიების დაწყების განკარგულების გაცემას.ენთონი კორდისმანის აზრით, ერაყის ახლანდელი მთავრობა ხალხისათვის ქვეყნის სუვერენობის დემონსტრირებას ცდილობს. თუ ამერიკას შეცდომები მოსდის, მთავრობას თავისუფლად უნდა შეეძლოს ამერიკის გაკრიტიკება. მართალია შეცდომის შემთხვევაში ამერიკელებსაც უნდა შეეძლოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.შეერთებული შტატების სამხედრო შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ პიტერ პეისის თქმით, მკვლელობის ფაქტს ორი სხვადასხვა ჯგუფი იძიებს.ერთი ჯგუფი იმას ადგენს თუ რა მოხდა სინამდვილეში, ხოლო მეორე კი იმას, თუ რატომ დაგვჭირდა ამდენი ხანი იმის დასადგენად თუ რა მოხდა.” ამბობს იგი ზუსტად არ არის ცნობილი თუ როდის შეიტყეს ინციდენტის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და რა მოიმოქმედეს. თუ გამოძიება დაადგენს, რომ ეს ცნობა მაღალჩინოსნებს დიდი ხნის წინ მიაწოდეს, მაგრამ მათ გამოძიება არ მოითხოვეს, ამ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა ემუქრება.

XS
SM
MD
LG