ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბანის მეომრებმა  სამთავრობო დაწესებულებები და პოლიციის განყოფილება ჩაიგდეს ხელში.


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით თალიბანის მეომრებმა უზურგანის პროვინციის ჩორას რაიონში სამთავრობო დაწესებულებები და პოლიციის განყოფილება ჩაიგდეს ხელში. თალიბები რამდენიმე საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ სიტუაციას აღნიშნულ რაიონში და დივერსიული ოპერაციის წარმატებით დამთავრების შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებს.

უკანესკნელი დღეების განმავლობაში ავღანეთში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს რამაც 350 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG