ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პიერ ლელუშის მოხსენება საქართველოში მიმდინარე რეფორმის შესახებ.


26 მაისიდან - 30 მაისის ჩათვლით პარიზში ნატო-ს საგაზაფხულო სესია გაიმართა. სესიის დასკვნით დღეს პლენარულ სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

სესიამ სხვა დოკუმენტებთან ერთად საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის თაობაზე სპეციალური დეკლარაცია მიიღო, რომლის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ,,ვარდების რევოლუციის‘’ შემდეგ სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სწრაფვას და ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში დახმარებისკენ მოუწოდებს.

მაისის დასაწყისში, 4-დან 7 მაისამდე თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ნატო-ს საპარლამენტო დელეგაცია, მისი პრეზიდენტის, პიერ ლელუშის ხელმძღვანელობით. თბილისიდან წასვლის შემდეგ პიერ ლელუშმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოხსენება მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ აიპაპ-ის შესრულებაში არის პროგრესი, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში არასრულყოფილია საარჩევნო რეფორმა, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, სუსტია ოპოზიცია და ა.შ.

პიერ ლელუშის მოხსენებასთან დაკავშირებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველო ნატო-ში’’ თავმჯდომარემ შალვა ფიჩხაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც უკვე აღინიშნა პარიზში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობის შესახებ დეკლარაცია იქნა მიღებული.

ნიშნავს ეს, რომ საქართველო აიპაპ-ის შემდეგ მაპ-ზე გადადის, თუ ინტენსიურ დიალოგზე ? ინტენსიური დიალოგი, მოგეხსენებათ ,რეფორმების სრულ წარუმატებლობას ნიშნავს. ბატონ შალვა ფიჩხაძეს სწორედ ამ კითხვით მივმართე.

შ. ფიჩხაძე:

,,- პიერ ლელუშის თქმით, ბევრი რამაა გასაკეთებელი რეფორმების განხორციელების კუთხით: სუსტია სამოქალაქო საზოგადოება, არასრულყოფილია საარჩევნო რეფორმა, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არის ადამიანზე ძალადობის ფაქტები, მიუხედავად ოფიციალური რიტორიკისა, პრეზიდენტი კარგავს პოპულარობას, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ცხოვრების სტანდარტები განსაკუთრებით დაბალია, აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი მოწყვეტილია საზოგადოებას...’’

XS
SM
MD
LG