ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ-მინისტრი ქალაქ ბასრაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ, შიიტურ დაჯგუფებათა შორის უკვე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შეჩერების მცდელობით, დღეს ქალაქ ბასრაში ერთ თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ალ-მალიკიმ ძალადობის გამომწვევთა მკაცრად დასჯის პირობაც დადო.

პარალელურად ქალაქ მოსულში, მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებაში ცხრამეტი ადამიანი დაიჭრა. პოლიციის განცხადებით კი მათ ბაღდადსა და შემოგარენში ორმოცამდე მოკლულის გვამი აღმოაჩინეს.

ქვეყნის სამხრეთში მდებარე დაბა დივანიაში, მანქანიდან გასროლით, რეგიონის ყოფილი მაღალჩინოსანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG