ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი-მოსკოვის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხი


დღეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია მოიწვია. ირაკლი ეზუგბაიას უნდა გაეკეთებინა მოხსენება თბილისი-მოსკოვის სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით, ოთხმხრივი კონსორციუმის შექმნის შესახებ. წინასწარი გათვლებით, აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენას 200 მილიონ დოლარამდე დასჭირდება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას თქმით, კომისიის წევრებს, პარლამენტარებს კითხვები აქვთ ი.ეზუგბაიასთან, მათ შორის აინტერესებთ, თუ რა სტატუსით მონაწილეობს აღნიშნულ კონსორციუმში აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლება.

სხდომის დაწყებისთანავე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ და პარლამენტარებმა გადაწყვიტეს, აღნიშნულ საკითხზე განხილვა სამუშაო ვითარებაში, ანუ მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩაეტარებინათ. მაგრამ, მათივე თქმით, არა იმიტომ რომ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.საზოგადოებრიობას სხდომის მონაწილეები შედეგებს მოახსენებენ.

სხდომაზე აფხაზეთის ლეგიტიმური უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს - თემურ მჟავიას გავესაუბრე.

თ.მჟავია : - „ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური შინაარსის მატარებელი საკითხი. მასში დევს საკმაოდ დიდი მოცულობით პოლიტიკა...“.

XS
SM
MD
LG