ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტების აზრი: კონფლიქტების მოგვარების სტრატეგია საქართველოში


არსებობს ასეთი მაგალითები, მაშინ როდესაც ჩვენი საზოგადოების წევრების საჯარო გამოსვლები არის გულწრფელი, მშვიდობიანი და მეგობრული, აფხაზური მხრიდან აუცილებლად გაისმის მადლობის ზარები. აქედან გამომდინარე ჩნდება იმედი იმისა, რომ თუკი სახალხო დიპლომატია იქნება გაწონასწორებული, შესაძლებელია ამ კონფლიქტის მოგვარება გაცილებით მარტივი აღმოჩნდეს.

რამდენად არის მეორე მხრიდან მზადყოფნა იმისათვის, რომ ჩვენი მეგობრული ხელი მიიღონ და კონფლიქტის არაძალადობრივი მოგვარების პროცესში ორივე მხარემ თანაბრად მიიღოს მონაწილეობა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენი მოვალეობაა ყოვედღე ვიზრუნოთ სახელმწიფოზე, საზოგადოების ჯანმრთელობაზე, ჩვენი ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან ყოველდღიურად უნდა იყოს სახელმწიფოებრივი. დარწმუნებული ვარ მათ არავითარი ილუზიები არ გააჩნიათ დამოუკიდებლობაზე. აფხაზები როგორც წესი ხაზს უსვამენ _ თქვენ არ ხართ მიმზიდველები, მაგრამ ყველაზე რადიკალ აფხაზსაც კი უთქვამს - მე არ მინდა თქვენთან ცხოვრება, მაგრამ არ ვიცი რა ენდომება ჩემს შვილს. ანუ ისინი ბოლომდე არასდროს გვიხურავენ კარს. თუ ჩვენ გვინდა ამ პრობლემას მოვუაროთ, პრეზიდენტობის პირველ ვადაში კი არ უნდა მოვაგვაროთ ის, არამედ სწორი ნაბიჯები გადავდგათ და შეიძლება შედეგები 20 წლის შემდეგ მივიღოთ. აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება ნამდვილად შესაძლებელია თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ. რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯები ამ მიმართლებით.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი აღნიშნავს. ჯანა ჯავახიშვილი _ უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იქიდან, რომ უნდა შეფასდეს ის რაც მოხდა. და რა მოხდა? მოხდა ის, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ვიხმარეთ იარაღი. თუკი ჩვენ მოვახერხებთ შევაფასოთ ეს, ეს ჩვენ შეგვმატებს ძალას და ნამდვილად პოზიტიურად აისახება მომავალ მოლაპარაკებებზე. რატომ არ უნდა ავიღოთ ინიციატივა ჩვენს თავზე, თუკი ეს კარგ შედეგს მოიტანს. ასეთ შემთხვევაში, ამგვარი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას უნდა დავაკისროთ, ეს ის საკითხია, როდესაც საზოგადოებრივი აზრი და აქტივობა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყოველი ჩვენთაგანის სახალხო დიპლომატია უნდა იყოს გაწონასწორებული და მშვიდობიანი, არაძალობრივი ხასითის. და რაც მთავარია, ალბათ მიზანშეწონილი იქნება, რომ არ დავკარგოთ თვითკრიტიკულობის უნარი.

XS
SM
MD
LG