ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრისას სამი ათას-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სამი ათასი ადამიანი დაიღუპა. ათასზე მეტი დაშავდა. რიჰტერის სკალით 6.2 ბალის მიწისძვრას დღეს დილით, მჭიდროდ დასახლებული ქალაქ იოგუაკარტას მიდამოებში ჰქონდა ადგილი. მიწისძვრამ მოსახლეობაში ბუნებრივია პანიკა გამოიწვია.

დაზარალებულ რაიონში მთელი მსოფლიოდან უკვე ჩადიან სამაშველო ჯგუფები. ინდონეზიის ოფიციალური წყაროებით მიწისძვრა არ უკავშირდება მოქმედი ვულკანის აქტივობას, რომელიც იქვე მდებაეობს. მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ამ პროცესში მონაწილეობას ინდონეზიის სამხედროებიც იღებენ.

XS
SM
MD
LG