ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიამ ფრინველის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი დაადასტურა


ინდონეზიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადასტურა კიდევ ერთი ადამიანის ფრინველის გრიპის ვირუსით გარდაცვალება, რაც მთლიანობაში ინდონეზიაში ამ მომაკვდინებელი ვირუსით დაღუპულთა რიცხვს 34ამდე ზრდის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს იტყობინებიან, რომ ბოლო მსხვერპლი არის 10 წლის გოგონა, რომელიც კვირის დასაწყისში გარდაიცვალა.

ამავე დროს გარდაიცვალა მისი ძმაც, თუმცა ანალიზები ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ბიჭის გარდაცვალების მიზეზებს. მიმდინარე კვირას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადასტურა რომ ინდოენზიელი ოჯახის 7 წევრი ფრინველის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების არანაირი დამატებითი ინდიკაცია არ შეინიშნება.

XS
SM
MD
LG