ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით, ადგილობრივი ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა გარდა არის 30 დაჭრილი.

ეს ხდება მაშინ, როცა ერაყის ახლადშექმნილი მგავრობა უშიშროების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საკვანძო მნიშვნელობის პოსტების შევსებას ცდილობს.

ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი ამბობს, რომ წლინახევრის შემდეგ ერაყის ძალები შესძლებენ ქვეყანაში უსაფრთხოების კონტროლის დამყარებას.

სხვა ცნობებით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაკი რომელიც დღეს ბაღდადში იმყოფება, აცხადებს, რომ თეირანმა მიიღო გადაწყვეტილება ერაყის საკითხზე ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ აწარმოოს.

მოთაკიმ ამერიკას ბრალი დასდო რომ მან შეხვედრა პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე ითხოვა, მაშინ როცა ერაყის საკითხთან ერთად ეს უკანასკნელი სხვა საკითხებსაც წამოსწევდა.

XS
SM
MD
LG