ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა, ვარშავაში ღია ცის ქვეშ მესა აღავლინა


რომის პაპმა ბენედიქტე XVI დღეს პოლონეთის დედაქალაქის ვარშავის პილსუდსკის სახელობის მოედანზე მესა აღავლინა. ეს სწორედ ის ადგილია სადაც მისმა წინამორბედმა იოანე პავლე II 1979- წელს იქადაგა და სოლიდარობის მოძრაობას ჩაჰბერა სული.

დაახლოებით 300 ათას ადამიანს, ძლიერმა წვიმამ მესაზე დასწრებაში ხელი ვერ შეუშალა.

პაპმა გააფრთხილა მორწმუნეები, რომ არ აჰყვნენ ცდუნებას და საღვთო წერილის იმ ადგილებს არ მოუხდინონ იგნორირება, რომლებიც თანამედროვე ადამიანს არაკომფორტულად ესახება.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აბსოლუტური ფასეულობები არსებობს და სამწყსოს ეკლესიის ტრადიცების დაცვისაკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG