ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუშმა და ტონი ბლერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს


ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ერაყის ომის მსვლელობისას ჩადენილი შეცდომები აღიარეს და მხარი დაუჭირეს ერაყის ახალ მთავრობას.

თეთრ სახლში მიმდინარე პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, ორმა ლიდერმა სთქვა, რომ ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო შენაერთები ერაყში მანამდე დარჩებიან, სანამ ერაყი თავად ვერ შეძლებს საკუთარი თავის დაცვასა და მართვას.

პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ ერაყის ახალგაზრდა დემოკრატია ამერიკისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს:

“ახალი მთავრობის შექმნა, ერაყის ახალი პოლიტიკისა და ჩვენს კოალიციასთან ახალი ურთიერთობის დასაწყისია. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი გაერთიანებული ძალებით ეცდებიან, რომ ამ ახალგაზრდა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს.”

ბატონმა ბლერმა სთქვა, რომ წარსულში სადამ ჰუსეინის ბაათის პარტიის ყოფილი წევრებისაგან ერაყის გაწმენდის პროცესმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

ბატონმა ბლერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ერაყში ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტის დროს იგი საზარელ რეალობას შეეჯახა, მაგრამ მას მაინც ჯერა, კოალიციის წარმატებისა:

“მე ცხადად დავინახე, რომ ერაყში ჯერ კიდევ უზარმაზარი წინააღმდეგობებია დასაძლევი. მაგრამ მე აგრეთვე კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩვენ მათ გადალახვას შევძლებთ.”

XS
SM
MD
LG