ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში 29 მაისს ხსოვნის ეროვნულ დღეს აღნიშნავენ


ხსოვნის დღეს ამერიკაში უკვე ასმეორმოცედ აღნიშნავენ. პირველად ეს დღე, ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, 1866 წელს ნიუ იორკის შტატის ქალაქ ვატერლოოში აღინიშნა.

“ამ ომში 600-ს ათასამდე ადამიანი, ანუ შეერთებული შტატების მაშინდელი მოსახლეობის დაახლოებით 2-რი პროცენტი დაიღუპა. ეს თავზარდამცემი ციფრია. იმ დროს ტრადიციულად ბრძოლის ველზე დაცემულთა საფლავებს ცოცხალი ყვავილებით ამკობდნენ. თავიდან ხსოვნის დღე სწორედ ამ ტრადიციიდან დაიწყო.”. ამბობს ისტორიკოსი ქენეთ დევისი.

იგი ამ დღეს ამერიკის კალენდრის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს უწოდებს.

“ჩვენი ქვეყნის სხვა დრესასწაულები, მაგალითად ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, 4-ხი ივლისი, ან კოლუმბის დღე ზეიმით აღინიშნება. ხსოვნის დღე კი ჩვენი სამშობლოსათვის, სხვადასხვა ომებში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.”

დევისის თქმით, მე 19-ტე საუკუნის მიწურულსა და მე-20-ის დასაწყისში ხსოვნის დღე ხალხს იმ დაპირისპირებას ახსენებდა რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამოქალაქო ომი გამოიწვია. იმ დროს ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი იყო. იმ დროს სამხრეთის ბევრი შტატი საკუთარ ხსოვნის დღეებსაც კი აღნიშნავდა. სადაც პატივს მხოლოდ სამხრეთელი ჯარისკაცების ხსოვნას მიაგებდნენ.

სადღეისოდ შეერთებული შტატებში ერაყის ომის გამო დაპირისპირება საკმაოდ მძაფრია. თუმცა ამიუხედავად ამისა ერაყსა და ავღანეთში დაღუპულებს საზოგადოება უფრო დიდ პატვს მიაგებს ვიდრე ეს ვიეტნამის ომის დროს შეინიშნებოდა.

“აქ ალბათ იმ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, რომ ერაყში ძირითადად მოხალისეები მიდიან, როდესაც ვიეტნამში უმეტესობა სავალდებულო გაწვევის შედეგად ხვდებოდა. მოგვწონს თუ არა ომი, ჩვენ მაინც პატივს ვცემთ თავდადებასა და მოვალეობის პირნათლად შესრულებას. სწორედ ეს ანსხვავებს დღევანდელ მიდგომას ომისადმი, ვიეტნამის 40-ცი წლის წინანდელისაგან.” ამატებს დევისი.

მრავალი ამერიკელისთვის ხსოვნის დღე მხოლოდ ქეიფის საბაბია. ზაფხულის სეზონის დასაწყისი, სამდღიანი უქმე, ან ფასდაკლება მაღაზიებში. კენეთ დევისის აზრით ეს განწყობა საპატივცემულო დღეს მნიშვნელობას უკნინებს:

“წინათ ხსოვნის დღეს ყოველთვის 30-თ მაისს აღნიშნავდნენ. 1970-თ წელს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ახლა დღესასწაულს მაისის უკანასკნელ ორშაბათს აღვნიშნავთ. სწორედ მოძრავ დღესასწაულად გადაქცევამ დააკარგვინა მას ძველებური პატივი.”

თუმცა დევისის სინანულის მიუხედავად ბევრი ამერიკელი ხსოვნის დღეს მთელი სერიოზულობით აღნიშნავს. ცერემონიის სატელევიზიო ტრანსლაცია ვაშინგტონის არლინგტონის ეროვნული სასაფლაოდან მოხდება.

პრეზიდენტი უცნობი ჯარისკაცის საფლავს მიაგებს პატივს, სადაც ამერიკის მიერ წარმოებულ სხვადასხვა ომებში დაღუპული რამდენიმე ამოუცნობი მეომრის ნეშტია დაკრძალული.

XS
SM
MD
LG