ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 603 სტუდენტი და 8 სტუდენტური ორგანიზაცია მონაწილეობდა. სტუდენტური არჩევნების ჩასატარებლად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 20-ათასი ლარი გამოყო. არჩევნებში გამარჯვებული სტუდენტები უნივერსიტეტის მართვაში მიიღებენ მონაწილეობას.

დღევანდელი სტუდენტური არჩევნები ნიშნავს იმას, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა. მაშინ, როცა უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა, უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებს სასწავლებლის სტრატეგიული განვითარების ძირითად მიმართულებებს აცნობდა, კერძოდ მან აღნიშნა, რომ პირველი ქართული უნივერსიტეტი დრომ ახალი მოთხოვნების წინაშე დააყენა. უნივერსიტეტმა უნდა გაითვალისწინოს დროის გამოწვევა, განავითაროს მეცნიერება, სათანადოდ მოამზადოს სტუდენტები პროფესიული საქმიანობისთვის. გია ხუბუამ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიაზე საუბრისას თქვა, რომ უნივერსიტეტმა უნდა შეინარჩუნოს სამეცნიერო პოტენციალი, რომ არცერთ კვალიფიციურ კადრს არ დაკარგავს , მაღალპროფესიულ კადრებს სხვა ინსტიტუტებსაც წაართმევს და უკეთეს პერსპექტივებსაც შესთავაზებენ.

სხდომას „ დემოკრატიული ფრონტის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ესწრებოდა , რომელმაც ‘ამერიკის ხმისთვის“ შემდეგი კომენტარი გააკეთა : - „ უნივერსიტეტში ძირეული გარდაქმნებია ჩასატარებელი. მე რომ უნივერსიტეტის რექტორი ვიყო, თანამშრომელთა 50% ტანამდებობის შესატყვისი ვერ იქნებოდა, და სტუდენტების 60-70 % უნივერსიტეტს დატოვებდა...“ მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი კენჭოშვილმა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა - „ უნივერსიტეტის თანამშრომლები იძახიან, ქართული მეცნიერება ინგრევაო, იგი დიდი ხანია დანგრეულია და მიხარია, რომ თქვენ ეს კარგად გესმით“ - მიმართა მან ბოლოს რექტორს გია ხუბუას.

უნივერსიტეტმა რეფორმები 5 წელიწადში უნდა დაასრულოს.

XS
SM
MD
LG