ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატში დღეს საიმიგრაციო რეფორმის კანონპროექტის კენჭისყრაა დაგეგმილი


კანონპროექტი სასაზღვრო კონტროლზე უშიშროების გამკაცრებას ისახავს მიზნად და მილიონობით იმიგრანტისთვის ამერიკის მოქალაქედ გახდომის შანს იძლევა.

სენატმა უკვე მხარი დაუჭირა ამ წინააღმდეგობრივი კანონმდებლობის ირგვლივ დებატების შეზღუდვას.

ერთერთი დებულების თანახმად, კანონპროექტი მიზნად ისახავს ეგრეთწოდებული სტუმრის სამუშაო პროგრამის შექმნას. მაშინ როცა მეორე დებულება აშშ-ში 5-თ წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების დეპორტაციისკენ მოუწოდებს.

თუ სენატი ამ კანონპროექტს დაამტკიცებს, მაშინ ეს უკანასკნელი აშშ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონმდებლობასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონი საზღვრის დაცვის კონტროლის გამკაცრებას და ამერიკაში არალეგალურად ცხოვრების კრიმინალიზაციას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG