ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის ირგვლივ ბჭობენ.


ლონდონში შეკრებილი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნისა და გერმანიის წარმომადგენლები, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის ირგვლივ ბჭობენ.დღის თემას, ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მცდელობით, თეირანისათვის დასავლური ტექნოლოგიების გადაცემის შესაძლებლობა, ხოლო ამ უკანასკნელის არ გამართლების შემთხვევაში ეკონომიკური სანქციების შემოღება წარმოადგენს. განცხადებულია, რომ შეხვედრისას ირანისათვის მჩატე წყლის ბირთვული რეაქტორის აშენების საქმეში დახმარების გაწევისა და თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის არ გამოყენების პირობის დადების შესაძლებლობებს განიხილავენ.დღეს, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ თეირანს უკვე ძალუძს ბირთვული საწვავის მოპოვებისათვის აუცილებელი სრული ციკლის განხორციელება. მან დაამატა, რომ ირანს ბირთვული ენერგიის მოპოვების უფლება აქვს.დღესვე გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, ირანს ბირთვული პროგრამის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფისაკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG