ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერტებული შტატების სენატმა ინგლისური ენისათვის ეროვნულის სტატუსის მინიჭებას მისცა ხმა.


შეერთებული შტატების სენატის მიერ მიღებული, იმიგრაციის კანონმდებლობის ახალი შესწორების თანახმად, ყველა ფედერალურ სამსახურსა თუ საკომუნიკაციო ორგანიზაციას, ინგლისურის გარდა სხვა ენის გამოყენება ეკრძალება.იმიგრანტებს, რომლებსაც შეერტებული შტატების მოქალაქეობა სურთ, ამიერიდან ინგლისური ენისა და ამერიკის ისტორიის უფრო მკაცრი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.სენატის გადაწყვეტილება ძირითადად ამერიკაში არსებულ საერთო განწყობილებას გამოხატავს. გასულ მარტს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი გამოკითხვის მონაცემების თანახმად, ამერიკელთა 84-ხი პროცენტი თვლის, რომ ინგლისური ხელისუფლების სახელმწიფო ენა უნდა იყოს.

“მამაჩემისა და დედაჩემის მშობლები იმიგრანტები იყვნენ. ისინი ჩამოვიდნენ და შეისწავლეს ინგლისური. მე ვთვლი, რომ ეს პრაქტიკა განსაზღვრული წესრიგის დამყარებას უწყობს ხელს” ამბობს ერთ ერთი გამოკითხული ქეროლაინ ჰაიბი.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა შედეგს გამოიღებს ახალი შესწორება, ვინაიდან ის იმ არსებულ კანონს არ აუქმებს, რომლის თანახმადაც ამერიკაში აუცილებელია მრავალ სხვადასხვა ენაზე მოქმედი ორგანიზაციის არსებობა.მაგალითად საარჩევნო ბიულეტენები ისევ სხვადასხვა ენაზე დაიბეჭდება. შესწორება აგრეთვე არ ეხება კერძო ბიზნესებს.მიუხედავად ამისა, კანონის ბევრი მოწინააღმდეგე ამბობს, რომ რესპუბლიკელების მიერ შემუშავებული შესწორება, შეერთებული შტატების არაინგლისურენოვანი, პირველ რიგში მრავალრიცხოვანი ესპანურენოვანი მოსახლეობის შევიწროებას გამოიწვევს.

აი რას ამბობს დემოკრატი სენატორი ჰარი რაიდი:

“მე ამ შესწორებას, მთელი ჩემი რწმენით რასისტულად მივიჩნევ. მე ვფიქრობ, რომ იგი ესპანურენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგაა შემუშავებული” ციტატის დასასრული.

ვაშინგტონში მდებარე, ესპანურენოვანი მოსახლეობის უფლებათა დამცავი ჯგუფის, ლა რაზას ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი ლისა ნავარეტე ამბობს, რომ შესწორება იმიგრანტებისათვის გათვლილი, მრავალი მომსახურების შეფერხების საბაბიც შეიძლება გახდეს:

“უკიდურესი აუცილებლობის დროს, ადამიანს სხვა ხალხთან კომუნიკაცია ესაჭიროება. კრიტიკულ შემთხვევაში მიუღებელია ადმიანს უარი უთხრა დახმარებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ინგლისურს არ ფლობს. ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. დაძენს ქალბატონი ნავარეტე.

იმის გამო, რომ ინგლისურისათვის ერთადერთი ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭების პროექტს ბევრი უპირისპირდებოდა, სენატმა აგრეთვე მეორე კანონიც მიიღო, რომლის თანახმადაც ამიერიდან ინგლისურს მხოლოდ გამაერთიანებელი ენის სტატუსით მოიხსენიებენ. ინგლისური ენის სტატუსის კანონი, იმიგრაციისადმი მიძღვნილ კანონთა უფრო ვრცელი პაკეტის ნაწილია. რომლის სიცოცხლეში გატარება კი მხოლოდ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG