ინდოეთის კინოთეატრებში პარასკევიდან დაიწყება “დავინჩის კოდის” ჩვენება, მას შემდეგ რაც ამ ფილმის დისტრიბუტორები დათანხმდნენ სეანსის დროს სპეციალური წინასიტყვაობა გაუშვან, რომელიც მაყურებელს გააფრთხილებს რომ ეს სურათი რჟისორის ფანტაზიის ნაყოფია.
ინდოელი ქრისტიანები ამ ფილმის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომლის ნახვა ამიერიდან არასრულწლოვანებისთვის დაუშვებელია. კინოსურათის გაშვებამდე და მისი დასრულების შემდეგ კი 15 წუთიანი დამატებას აჩვენებენ, რომელიც მაყურებელს ამ ფილმის ჭეშმარიტი ღირებულების შესახებ მოუთხრობს.