ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, “ამინისტი ინტერნაშიონალმა”  გააკრიტიკა შეერთებული შტატები


ასევე გააკრიტიკა მსოფლიოს სხვა ძლიერი ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის, რამაც ამ ბოლო ხანს ტერორიზმთან მიმდინარე ომის ფონზე საყოველთაო ხასიათი მიიღო.

როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა ირინე ხანმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა:” მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მთავრობები ძალზე სახიფათო თამაშს აწარმოებენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთი და ჩინეთი სისტემატიურად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს 2005 წლის განმავლობაში.”

ქალბატონი ხანის განცხადებით განსაკუთრებით აღმაშფოთებელია შეერთებული შტატების დამოკიდებულება ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ, რომლებიც კუბაში გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე ჰყავთ დატყვევებულნი: “ გუანტანამოში ჯერ კიდევ იტანჯება 40 ქვეყნის 460 მოქალაქე, რომელთა სავალალო მდგომარეობაზე მათ შორის გავრცელებული თვითმკვლელობის შემთხვევებიც მეტყველებს, არაერთგზის გამოცხადებულ საპროტესტო შიმშილობასთან ერთად.”

“ამინისტი ინერნაშიონალის” მოხსენებაში ნათქვამია რომ რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპის და შუა აზიის სახელმწიფოები უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს უშიშროების განმტკიცების საბაბით. რუსეთში, ესპანეთსა და ბულგარეთში კი ხშირია პატიმრების წამებით დახოცვის შემთხვევები.

მოხსენებაში განსაკუთრებით მკაცრად არის გაკრიტიკებული უზბეკეთის ხელისუფლება, რომელმაც ანდიჟანში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაცია სისხლში ჩაახრჩო.

XS
SM
MD
LG