ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში, კოალიციის ჯარებმა საჰაერო დარტყმის მეშვეობით 80 თალიბი  მოკლეს


ავღანეთის ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის აბდულა ხალიდის თქმით, კოალიციის ძალების ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა პროვინციის ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს. ამ ინფორმაციის თანახმად, დაბომბვის შედეგად 80-ცი თალიბი და 16-ტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

კოალიციის ჯარების წარმომადგენლის, ლეიტენანტ თამარა ლოურენსის თქმით, შეტევა მეამბოხეების კარგად ცნობილ თავშესაფარზე მიიტანეს.

“კოალიციის ძალებმა ამ რეგიონში მრავალი თალიბის გარდა, მათი იარაღის რამდენიმე სამალავი და რამდენიმე თავშესაფარიც გაანადგურეს”-აღნიშნა ლეიტენანტმა.

კოალიციის წარმომადგენლები მშვიდობიან მოსახლეთა დაღუპვის ცნობის ინფორმაციას იძიებენ. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თალიბებს მეზობელი პაკისტანის ტერიტორიაზე თავშეფარებული ლიდერები მართავენ.

XS
SM
MD
LG