ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ქაბულში: დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის კამიკაძე


კამიკაძეს მიერ განხორციელებული აფეთქებისას ქაბულში, 3 ადaმიანი, მათ შoრის თავად კამიკაძე დაიღუპა. ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, მანქაnა ქაბულის აღმოსავლეთ რაიონში აფეთქდა. ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამხედრო ძალების რამდენიმე ბაზაა დისლოცირებული.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უშიშროების ძალების წარმომადგენელმა ავღანეთში, ვინსენტ პასელმა თქვა, რომ კოალიციის ძალებში არ ყოფილა მსხვერპლი, თუმცა აფეთქებამ ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინციდენტისას დაიჭრა რამდენიმე სხვა. პასელის განცხადებით “ აფეთქებას ქაბულის აღმოსავლეთში ჰქონდა ადგილი, ეს ალბათ ქალაქის ცენტრიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს”. აღსანიშნავია, რომ აფეთქება განხორციელდა მას შემდეგ, რაც ავღანეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა თალიბთა ლიდერებს ბრალი დასდო ამბოხების პაკისტანიდან წარმართვაში. ქაბული, აქამდე, შედარებით უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. მაგრამ, მას შემდეგ რაც მთელი ავღანეთის ტერიტორიაზე ტერაქტების რაოდენობა გაიზარდა , ქაბულში უსაფრთხოების ზომებიც გუარესდა, რასაც ტერაქტების გახშირება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG