ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პალესტინის უშიშროების სამსახურის შენობაში


პალესტინის უშიშროების სამსახურის შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა, მათ შორის პალესტინის უშიშროების სამსახურის უფროსი.

ხელისუფლების განცხადებით, ღაზაში მომხდარი ეს ტერაქტი გენერალ ტარეკ აბუ რაჯაბის მკვლელობას ისახავდა მიზნად. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

ეს აფეთქება კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ერთგულ უშიშროების ძალებსა და ორგანიზაცია ჰამასის მომხრეებს შორის, რომლებიც პალესტინის მთავრობას აკონტროლებენ.

მაჰმუდ აბასმა ამას წინათ თავისი უშიშროების სამსახურის უფროსი იორდანიაში გააგზავნა, რადგან არსებობდა ინფორმაცია თითქოს ჰამასი ამ ქვეყანაში ტერაქტების მოწყობას აპირებდა.

XS
SM
MD
LG