ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში და ვინჩის კოდს აპროტესტებენ!


თბილისში კინოთეატრ „რუსთაველთან“ უკვე რამდენიმე დღე ხალხი იკრიბება, ისინი პრემიერის დღიდან დენ ბრაუნის ნაწარმოების მოტივებზე გადაღებული ფილმის ჩვენების აკრძალვას მოითხოვენ. კინოთეატრ „რუსთაველის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ თავმჯდომარემ გიორგი ანდრიაძემ.

ფილმის „ და ვინჩის კოდის“ ჩვენების წინააღმდეგ პოლიტიკოსებიც გამოდიან, მათ შორის, ლეიბორისტული პარტიის წევრი ჯონდი ბაღათურია, რომელსაც ფილმის შესახებ რამდენიმე კითხვით მივმართე. ჯ.ბაღათურია : - „ფილმი არის შეურაცხმყოფელი ,ძალიან მდარე ხარისხის. ფილმში დაგმობილია უფალი ჩვენი - იესო ქრისტე და ბევრი, ჩვენთვის ძვირფასი წმინდანი. ფილმი შეურაცხყოფს და გმობს ჩვენს რჯულს - ჩვენ ამას ვაპროტესტებთ. ფილმში აშკარად, მიზანმიმართულად არის შეურაცხყოფილი, დაგმობილი უფალი. ეს არის ცილისმწამებლური ფილმი ღმერთზე. უფალს ცილს სწამებენ ათასგვარ სიბინძურეში....“.

XS
SM
MD
LG