ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ კონგრესში ლტოლვილთა საკითხებზე მსჯელობენ


ინტერვიუ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელთან ბატონ ალექსანდრე რონდელთან სულ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების კონგრესში, სამხრეთ კავკასიის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა. ბრიფინგის მოწყობის ინიციატორი სომხური ლობი გახლდათ. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელს ბატონ ალექსანდრე რონდელს ვთხოვეთ. ბატონმა რონდელმა ხაზი გაუსვა საკითხის მნიშვნელობას და დასძინა, რომ კარგი იქნებოდა საქართველოსაც, რომ ჰყოლოდა წარმომადგენლობითი ლობი შეერთებული შტატების დედაქალაქში. ბრიფინგის დროს, მთიან ყარაბაღში გაეროს შესვლის წინადადების გამოთქმასთან დაკავშირებით მან დასძინა, რომ ეს ძირითადად სომხეთისთვისაა ხელსაყრელი და რომ სომხები რუსეთთან შეუთანხმებლად ამ წინადადების ლობირებას არ მოახდენდნენ.

XS
SM
MD
LG