ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვატიკანი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს.


რუსეთის ეკლესიასთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვის მიზნით, რომის პაპი ბენედიქტე მე16-ე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდება.ვატიკანის პრეს ოფისის განცხადებით, მიტროპოლიტი კირილე, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთეირთობის განყოფილებას კურირებს, რომის პაპს დღეს საღამოს ვატიკანში ხვდება. მოსკოვი, როგორც ცნობილია, რომის კათოლიკურ ეკლესიას მართლმადიდებელი ქრისტიანების კათოლიკებად მოქცევის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე ამ ფონზე, ორ ეკლესიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

ხვალ, მიტრიპოლოტი კირილე, რომში ახალ ეკლესიას აკურთხევს, რომელიც წმინდან ეკატერინე ალექსანდრიელის სახელზე აშენდა.

XS
SM
MD
LG