ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგუშეთში მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 7-დი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნარზანში, მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 7-დი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულთა შორის, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯაბრაილ კოსტოევიცაა.

თვითმხილველთა თქმით, ბომბი კოსტოევის კორტეჟის ჩავლის დროს მანქანაში მჯდომმა კამიკაძემ ააფეთქა. ტერაქტს მინისტრის მოადგილის გარდა მისი 2-რი მცველისა და 4-ხი სამოქალაქპო პირის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

რუსეთის ოფიციალური მხარე კი აცხადებს, რომ მათ მანქანაში ადამიანის გვამს ვერ მიაგნეს. მათი აზრით აფეთქება დისტანციური პულტის მეშვეობით განხორციელდა.

კოსტოევის წინააღმდეგ შარშან მოწყობილი თავდასხმისას, მისი მანქანის ჩავლისას, გზის პირას დაფლული ნაღმი ააფეთქეს. მაშინ კოსტოევი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG