ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას ლიბიასთან


ოფოციალურმა ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს ლიბიასთან. ამას გარდა დაგეგმილია ლიბიის იმ ქვეყნების სიიდან ამოღება რომლებიც ტერორიზმს უწყობენ ხელს. ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე დღეს გააკეთა სახ. მდივანმა კონდოლიზა რაისმა. ამერიკა-ლიბიის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი სამის წლის წინ დაიწყო მას შემდეგ რაც ლიბიის ლიდერმა მოამარ ყადაფიმ უარი თქვა ლიბიის ბირთვულ პროგრამაზე. ლიბიას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2004 წელს სანქციების უმეტესობა მოუხსნა. ამერიკამ 25 წელზე მეტი ხნის წინ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ლიბიასთან.

XS
SM
MD
LG