ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი: ელექტროენერგიაზე ფასები იზრდება


1 მაისიდან საქართველოში გაიზარდა ტარიფი ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე. ტარიფების ზრდის შესახებ ხელისუფლებამ მოსახლეობა ჯერ კიდევ აპრილში გააფრთხილა, თუმცა ისიც დაამატა, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმს შეიმუშავებდა, რომლის საფუძველზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდებოდა. ამისათვის ბიუჯეტში თანხა გამოიყო. როგორც მთავრობა აპრილში აცხადებდა, თვეში ეს თანხა წინასწარი დაანგარიშებით 10-15 მილიონ ლარს შეადგენდა. თბილისში ელექტროენერგიაზე ტარიფი 15 თეთრამდე უნდა გაზრდილიყო, რეგიონებში - 12 თეთრამდე. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ოპოზიციის განცხადებით, ტარიფის ზრდა ხელისუფლებასა და ენერგოკომპანიებს შორის კორუფციულ გარიგებას უკავშირდება, ლეიბორისტებმა სემეკ-ის შენობის ფოიეში შიმშილობის აქციაც მოაწყვეს და სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, ასევე სასამართლოში გაასაჩივრეს ტარიფების ზრდა რესპუბლიკელებმა, მაგრამ ოპოზიციის პროტესტმა არანაირი შედეგი არ გამოიღო. ტარიფი ელექტროენერგიაზე 18 თეთრამდე გაიზარდა, რაც ექსპერტთა თქმით მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას გამოიწვევს. მათივე განცხადებით სიღატაკე არ არის ხელსაყრელი ქვეყნისთვის, რომ იგი ნატო-ში გაწევრიანდეს, რამეთუ სოციალური სიდუხჭირე - სოციალურ დაძაბულობას გამოიწვევს. თუკი ეს მოხდა, მაშინ საქართველოსთვის ნატო-ს კარი საერთოდ ჩაიკეტება - ამბობენ ისინი. ამ მეტად აქტუალურ თემაზე სასაუბროდ დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მთავარი ექსპერტი, ნიკო ორველაშვილი მოვიწვიეთ. ნ.ორველაშვილი : - „ ძნელია, ასეთ შეფასებებს ოპონირება გაუწიო, იმ ექსპერტებში მეც ვიგულისხმები. ტარიფების ზრდა სემეკ-ს მთავრობამ დაუკვეთა. რატომ ? ინვესტორების მოსაზიდად. მთავრობა ფიქრობს, რომ რაც უფრო მაღალი იქნება საქართველოში ფასი ელექტროენერგიაზე, მით უფრო დიდი სიხარულით მოვლენ ინვესტორები. მაგრამ, ინვესტორი, რომელსაც საეჭვოდ მაღალ მოგებას პირდებიან, უკვე ეჭვის თვალით უყურებს იმ გარემოს, სადაც ფულის ჩადებას სთავაზობენ. ინვესტორს პირველ რიგში აინტერესებს კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლებების დაცულობა, პირადი უსაფრთხოების დაცულობა და ა.შ. ...“

XS
SM
MD
LG