ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი მოლაპარაკებებზე თანხმდება


ირანის პრეზიდენტის განცხადებით თეირანი მზად არის ურანის გამდიდრების პროგრამაზე აწარმოოს მოლაპარაკებები, ოღონდ იმ ქვეყნებთან, ვინც ძალის გამოყენებით არ ემუქრება ირანს.

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 8 ისლამური სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე გამოსვლისას, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ინდონეზია განვითარებული ისლამური ქვეყნების კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც 8 სახელმწიფო იღებს მონაწილეობას, მათ შორის პაკისტანი, თურქეთი, მალაიზია, ეგვიპტე, ბანგლადეში და ნიგერია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნები ამ პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას დაუჭერენ მხარს და აღიარებენ ირანის უფლებას სხვა ქვეყნების მსგავსად მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენოს ბირთვული ენერგია.

XS
SM
MD
LG