ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი?


გახდება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი? 11 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ . უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ნატო-ში გასაწევრიანებლად საჭირო ყველა ვალდებულების სრულად და დროულად შესრულების უზრუნველყოფა დაავალა. მიღებულ დადგენილებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გარანტია. აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი „მრეწველებმა“ გამართეს. საპარლამენტო ფრაქცია „ მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით საქართველო შეიძლება არა თუ ნატო-ში არ მოხდეს, არამედ სულ სხვა, ნაკლებად პროგნოზირებადი გზით წავიდეს, გამომდინარე ქვეყანაში არსებული ვითარებიდან - საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ირღვევა ადამიანის უფლებები, რთულია სოციალური ფონი და ა.შ. როგორც ცნობილია, წლის ბოლოს, ნოემბერში რიგაში ნატო-ს სამიტია დაგეგმილი, სწორედ რიგაში გადაწყდება. აიპაპი-ს შემდეგ რა ეტაპს შესთავაზებს ნატო საქართველოს. მაპი-ს , თუ ინტენსიურ დიალოგს?! მაპ-ი ნიშნავს, რომ ქვეყანა აღებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო ინტენსიური დიალოგი გულისხმობს, რომ ნატო-ში გაწევრიანებამდე საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი - აღებული ვალდებულებების არშესრულების გამო. ამ საკითხებზე ჩვენ გადაცემაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო ნატო“-ში გამგეობის თავმჯდომარე , შალვა ფიჩხაძე გვესაუბრება : შ.ფიჩხაძე : - „ თუ საქართველო დაადგება იმ გზას, რომელიც მას ნელ-ნელა დაამსგავსებს ნატო-ს წევრ-სახელმწიფოებს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია ან ნატო-ს ახალი სახელმწიფოები ნეოფიტები, მაშინ ნატო ჩათვლის, რომ რეფორმები საქართველოში სწორი გზით მიმდინარეობს. ხელისუფლება ხშირად თვლის, რომ შეუძლია თავს უფლება მისცეს, იქონიოს ფუფუნება არ შეასრულოს ყველა ნატო-სთვის აუცილებელი მოთხოვნა, და ისედაც მიიღებენ ნატო-ში, იმიტომ რომ ნატო-ს გეოპოლიტიკური ინტერესი არის უზარმაზარი და მას საქართველო სჭირდება. მაგრამ არის მეორე მოსაზრება, რომელიც ამბობს, რომ ნატო არის მსგავსი ღირებულებებისადმი ერთგულებით გაერთიანებული სახელმწიფოთა ორგანიზაცია და თუ საქართველომ არ აჩვენა, რომ ის ამ ღირებულებებისადმი არის ერთგუილი, უპერველეს ყოვლისა ერთგული დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მაშინ პოლიტიკური მიზანშეწონილება არ გადაწონის, და ნატო ასეთ სახელმწიფოს თავის რიგებში არ მიიღებს“,
XS
SM
MD
LG