ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორგანიზაცია წითელი ჯვარი პატიმრების მონახულებას ითხოვს


ორგანიზაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ უარს ამბობს ნება დართოს ამ ორგანიზაციას დაკავების საიდუმლო ცენტრებში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები მოინახულოს.

დღეს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა ჯაკობ კელენბერგერმა მკაცრი შეფასება მისცა და იმედგაცრუება გამოთქვა მთავრობის მხრიდან ამ თხოვნის უარყოფის გამო. მისი განცხადებით-არ არსებობს არანაირი კანონი, რომლის ძალითაც ადამიანის ადგილსამყოფელის გასაიდუმლოება შეიძლება, მიუხედავად იმისა თუ რამდენად საფუძვლიანია მისი დაკავება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდნეტმა, რომელიც იმავდროულად შვეიცარიის ყოფილი დიპლომატია, ასევე დასძინა, რომ წითელი ჯვარი კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას დაკავებულ ეჭვმიტანილებთან შესახვედრად.

ეს განცხადება ჟენევაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც კელენბერგერმა მოლაპარაკებები გამართა ამერიკელ პოლიტიკოსებთან ვაშინგტონში , მათ შორის კონდოლიზა რაისთან, თავდაცვის მინისტრ რამსფელდთან და სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდნეტის მრჩეველთან სტივენ ჰადლისთან.

XS
SM
MD
LG