ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანი აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს შეუერთდეს ევროპის ქვეყნებს ირანთან მოლაპარაკებაში თეირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.

ვენაში ჟურნალისტებთან საუბრისას ანანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ევრო კავშირსა და ირანს შორის უფრო ნაყოფიერი იქნება თუ მასში შეერთებული შტატებიც მიიღებს მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა რომ შეერთებული შტატები უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებაზე , მან ევროპელ მოკავშირეებს მისცა დრო დაარწმუნონ ირანი უარი თქვას ურანის გამდიდრების პროგრამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაერო იძულებული იქნება ირანს სანქციები დაუწესოს.

ევროკავშირის სამი ქვეყანა - ბრიტანეთი, საფრანგეთი, და გერმანია , ამზადებს ინიციატივების პაკეტს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ემსახურება.

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი აცხადებს რომ ეს ზეწოლა ბირთვული პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლაა რომლის მიზანია საფრთხე შეუქმნას ირანის.

XS
SM
MD
LG