ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადი გაერთიანებულ სარდლობას დაექვემდებარება


ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ ბაღდადის უშიშროების ძალებს ერთიანი სარდლობის ქვეშ ათავსებს, რამაც სავარაუდოდ შიიტებსა და სუნიტებს შორის არსებული დაპირისპირება უნდა აღკვეთოს. ოფიციალური წყაროების განცხადებით, ათობით ათასი პოლიციელი და ნახევრადგასამხედროებული ჯარისკაცი ამჟამად ბაღდადში მოქმედებენ, თუმცა მათი ვინაობა და ორგანიზაცია უცნობია. ოფიციალურ პირთა განცხადებით, რეორგანიზაციული ძალები იგივე ფორმებს ატარებენ, თუმცა ერთიანი სარდლობის ქვეშ გაერთიანდებიან. ასეთი გეგმის შესახებ ცნობილი ხდება ერაყის პრეზიდნეტ ჯალალ თალაბანის განცხადების შემდეგ: მან თქვა, რომ გასულ თვეს ბაღდადში მიმდინარე დაპირისპირებისას დაახლოებით 1100 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG