ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი: რამდენად რეალურია ბიუჯეტის მატება?


რამდენად რეალურია ბიუჯეტის მატება ? დღეს ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა გამართა, კერძოდ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ოპოზიციას ანგარიში ჩააბარა. მთავრობა 2006 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამ საკითხებზე დღეს ჩვენს გადაცემაში ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი ბიძინა გუჯაბიძე საუბრობს. ბ. გუჯაბიძე - „ ფინანსთა სამინისტრო შემოსავლებში 150 მილიონამდე მატებაზე ლაპარაკობს , ჩვენ დასაბუთებას მოვითხოვთ , კონკრეტულად ეს 150 მილიონი ლარი სად უნდა წავიდეს. თუ მთავრობის ანგარიშს დავეყრდნობით, გაზრდილი ბიუჯეტი პირველ რიგში თავდაცვის სამინისტროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხმარდება , 60 მილიონით ფინანსდება სოციალური სფერო - ჯანდაცვა და ა.შ. მაგრამ, რაც ჯანდაცვას ეხება... გასული წლის მსგავსად, ჯანდაცვის სფეროში არ არის დაფინანსებული ის პროგრამები, რაც გაწერილი იყო და უამრავი თანხა იყო გამოყოფილი : ავადმყოფები საავადმყოფოში თავიანთი ინვენტარით, თავიანთი წამლებით მიდიან. ავადმყოფების მასას , რომელიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენს, სამედიცინო დაწესებულებებში ფულს წამლებში, ექიმის მომსახურებაში, ოპერაციებში - ყველაფერში ახდევინებენ. ამ სფეროში სრული კატასტროფაა.“

XS
SM
MD
LG