ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უზბეკეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გეგმავს


2-რი ამერიკელი კანონმდებელი უზბეკეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებას მოითხოვს. სენატორი ჯონ მაკკეინი და წარმომადგენელთა პალატის წევრი კრისტოფერ სმიტი აცხადებენ, რომ ისინი ამერიკაში, უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ფულადი აქტივების გაყინვისა და უზბეკეთისათვის ყოველგვარი თანხების გადახდის შეჩერებისაკენ მიმართული კანონპროექტის წარდგენას აპირებენ.

ორივე რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ სანქციები მანამდე უნდა განხორციელდეს, სანამ უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი, პროდემოკრატიული აქტივისტების, ანდიჯანის შარშანდელი ხოცვა-ჟლეტის ფაქტის, კომპეტენტური საერთაშორისო გამოძიების უფლებას არ დართავს.

XS
SM
MD
LG