ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში 9 პალესტინელი დაიჭრა


ღაზის სექტორში კიდევ 9 პალესტინელი დაიჭრა ჰამასის და ფათას დაჯგუფებებს შორის მიმდინარე შეტაკებების დროს. ექიმების და თვითმხილველთა ინფორმაციით მათ შორის 4 სკოლის მოწაფეა.

პალესტინის პრემიერ მინისტრმა და ორგანიზაცია ჰამასის ლიდერმა ისმაილ ჰანუიმ ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს.ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა პრეზიდენტი მაჰმუდ აბასიც, რომელიც ფათას თავმჯდომარეა. მისი თქმით ნამდვილი ბრძოლა პალესტინის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

როგორც ცნობილია საერთაშორისო დონორებმა შეუწყვიტეს დახმარება პალესტინელებს, ჰამასის მიერ ისრაელის სახელმწიფოს უღიარებლობის და პოლიტიკურ ბრძოლაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გამო. ამასობაში ისრაელის მესაზღვრეებმა პალესტინელთა ორი ნავი დააკავეს ღაზას ნაპირებთან, რომლებსაც 550 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ ეგვიპტიდან.

XS
SM
MD
LG