ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები იმიგრაციის ირგვლივ ევროპაშიც მიმდინარეობს.


პარიზის წმინდა იპოლიტეს კათოლიკურ ეკლესიაში, უსახლკაროთათვის განკუთვნილი საუზმისას, ალჟირელი იმიგრანტი ამირუჩ ლარაჯანე პურის ყუის ღეჭვით, საფრანგეთის ახალი საიმიგრაციო კანონმდებლობის შესახებ საუბარსაც ცდილობს.

ლარაჯანე, რომელიც საფრანგეთში უკვე 3 წელია რაც არალეგალურად ცხოვრობს, კანონპროექტს სამარცხვინოდ თვლის და საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტულ მთავრობას კი ფაშისტებად მოიხსენიებს. იგი ამატებს, რომ კანონპროექტის ავტორი, შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლა სარკოზი, თავად წარმომავლობა დავიწყებული უნგრელია.

საიმიგრაციო კანონპროექტს ახლა საფრანგეთის პარლამენტი განიხილავს. მოწონების შემთხვევაში არალეგალურ იმიგრანტებს, საფრანგეთში ცხოვრების ოფიციალური უფლების მიღება ძალზე გაურთულდებათ.

კანონპროექტი აგრეთვე მაღალკვალიფიცირებული მუშაკების ლარაჯანეს მსგავსი უბრალო მუშებისაგან გამორჩევის მიზანსაც ემსახურება.

სარკოზი ამბობს, რომ კანონპროექტი დაბალანსებული და არატენდენციულია. მოწინააღმდეგეები კი კანონპროექტს უსამართლოს და უხეიროს უწოდებენ.

წმინდა იპოლიტეს ეკლესიის მღვდელი ფრანსუა ბარჟო ამბობს, რომ საფრანგეთის ბევრ სასულიერო პირს იმიგრანტთა ბედი ძალზე აღელვებს:

“მე ვფიქრობ, რომ ამ კანონს პარლამენტი დაამტკიცებს და ვშიშობ, რომ მომავალში საფრანგეთი არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ უფრო მკაცრ კანონმდებლობასაც მიიღებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს იმიგრანტთა მდგომარეობას.” ციტატის დასასრული.

საფრანგეთის ბევრმა ეკლესიამ ამ არალეგალურ იმიგრანტებს თავშესაფარი შესთავაზა. წმინდა იპოლიტეს საყდარი პარიზის სამხრეთში, ჩინელებით დასახლებულ უბანში მდებარეობს. თავშესაფრის მიღებისა და კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის სურვილით, გასულ კვირას აქ 150 უცხოელი მოვიდა. მამა ბარჟო საუზმეს ყოველ მათგანს სთავაზობს, საძინებლის უზრუნველყოფა კი მხოლოდ ზოგისთვის ძალუძს.

მე ამ ქრისტიანების მადლიერი ვარ. ყოველ დილით, ჩვენ ყავასა და პურის ნაჭერს გვთავაზობენ. ამბობს მუსლიმი იმიგრანტი მალიდან კულიბალი.

გლეხი კულიბალი, ნათელი მომავლისა და კარგი სამსახურის შოვნის იმედით, საფრანგეთში 16 წლის წინ ჩავიდა. იგი მენაგვეთ, მშენებლად და დამლაგებლად მუშაობდა, ახლა კი უსახლკაროა და ოფიციალური სტატუსის გარეშე მას საკმაოდ მრუმე პერსპექტივა ესახება.

კვალიფიცირებული მუშახელის, დანარჩენი იმიგრანტებისაგან გამოცალკევებას მხოლოდ საფრანგეთი როდი ცდილობს. სხვა ევროპული ქვეყნებიც იხილავენ მსგავს შესაძლებლობებს.

მთელს ევროპაში ძირითადად იმიგრაციის შეჩერებისა და გაკონტროლებისაკენ მიმართული პოლიტიკა აღინიშნება. ცდილობენ მხოლოდ საუკეთესოების გამორჩევასა და მიღებას. ეს ძირითადად პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებს ეხებათ. საერთოდ პოლიტიკოსთა დამოკიდებულება იმიგრაციისადმი ძალზე ნეგატიურია.” ამბობს ინგლისის, ვარვიკის უნივერსიტეტის, ეთნიკური საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დენიელ ჯოლი.

ნიდერლანდებსა და გერმანიაში კვალიფიცირებული იმიგრანტებისა და ევროპული ფასეულობების გამზიარებლების გადარჩევის მიზნით მიღებული კანონები უკვე მოქმედებს.

ესპანეთმა და საბერძნეთმა მართალია რამდენიმე მილიონ არალეგალს ამნისტია გამოუცხადა, მაგრამ იქაც კი ბევრს დეპორტაციას უხდენენ.

ისეთი ისტორიულად ღია ქვეყნებიც კი, როგორიცაა დანია საზღვრების ჩაკეტვას აპირებენ.

ევროპაში, განსხვავებით შეერთებული შტატებისაგან ანტიიმიგრაციული კანონმდებლობა დიდ პროტესტს არ იწვევს.

“არალეგალური იმიგრანტები ძალზე ცუდად არიან ორგანიზებულები. მათი ბედი არავის აღელვებს. საერთოდ ევროპაში ანტიიმიგაციული განწყობა საკმაოდ ძლიერია. აქ ზალზე ძნელია იმიგრანტების უფლებების დამცველი ორგანიზაციების პოვნა.” ამბობს როტერდამის ერაზმ როტერდამელის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერტი იმიგრაციის დარგში ჰან ფიცინგერი.

ანტიიმიგრაციული განწყობა გერმანიის, ნიდერლანდების, დანიის, ავსრიისა და ბრიტანეტის ექსტრემისტულ პარტიებს ასაზრდოებს. ეს განწყობა ბრიტანეთის ნაციონალურ პარტიას, გასულ ხუთშაბათს ჩატარებულ არჩევნებში, ქვეყნის ადგილობრივ მმართველობებში თავისი წარმომადგენლების რიცხვის გაორმაგებაში დაეხმარა.

მიუხედავად ამისა, ევროპაში ლაპარაკს საქმე ხშირად არ მოჰყვება. ამბობს ექსპერტი დენიელ ჯოლი. მაგალითად მხოლოდ ბრიტანეთში, გასულ წელს ლეგალიზების დოკუმენტი 400 ათას იმიგრანტს დაურიგეს. ევროპის პოლიტიკოსები ხვდებიან, რომ იმ დროს როდესაც კონტინენტის მოსახლეობა კლებულობს, მათ მეტი, მათ შორის არაკვალიფიცირებული იმიგრანტი მუშახელიც ესაჭიროებათ. ამერიკის ხმა.

XS
SM
MD
LG