ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა, საფრანგეთიდან და და კანადიდან, “სომეხთა გენოციდის” საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ელჩები გაიწვია


თურქეთმა, საფრანგეთიდან და და კანადიდან, “სომეხთა გენოციდის” საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ელჩები გაიწვია.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩები ანკარაში საკონსულტაციოდ არიან დაბარებულები.

კანადასა და საფრანგეთში, მე 20-ე საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარი, სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების კამპანია მიმდინარეობს, რასაც თურქეთი სასტრიკად ეწინააღმდეგება. ანკარამ პარიზიცა და ოტავაც გააფრთხილა, რომ გენოციდის სახელმწიფო დონეზე აღიარებას თურქეთთან ურთიერთობის გართულება მოჰყვება.

საფრანგეთის კანონმდებლები განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც დოკუმენტის სიტყვებით, 90-თი წლის წინანდელი გენოციდის უარყოფას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს.

კანადის პრემიერ-მინისტრმაც სულ ახლახანს, სომეხთა მიმართ რეპრესიებს გენოციდი უწოდა.

XS
SM
MD
LG