ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა უარყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის კრიტიკა


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა უარყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის კრიტიკა, თითქოს რუსეთი საკუთარ ენერგო რესურსებს სხვა ქვეყნების შანტაჟისთვის იყენებს.

გაზეთ “ფაინენსიალ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ ხრისტენკომ განაცხადა, რომ განცვიფრებულია ბატონი ჩეინის კომენტარებით.

გასულ კვირას ლიტვაში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას დიკ ჩეინიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი 2006 წლის დასაწყისში უკრაინისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო.

XS
SM
MD
LG