ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტმა პრეზიდენტ ბუშს წერილი მისწერა


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა პრეზიდენტ ბუშს წერილი მისწერა, სადაც ის ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის განმუხვტის ახალ გზებზე ლაპარაკობს. ირანის ხელისუფლების განცხადებით ამ წერილში სხვათა შორის მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური ვითარებიდან გამოსავლის გზებიც არის დასახული. ირანის ხელისუფლებას ამ წერილთან დაკავშირებით არ უხსენებია საკუთარი ბირთვული პროგრამა. ვაშინგტონში ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებით კომენტარი ამასთან dაკავშირებით. მხოლოდ პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში სტივენ ჰადლეიმ ტელეკომპანია ნ-ბ-ს-ის ეთერში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა შეერთებული შტატების პოზიცია ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერების შესახებ.

ქაიროს უნევერსიტეტის პოლიტოლოგის ამალ ჰამადას განცხადებით, ეს უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი კონტაქტია ამ ქვეყნებს შორის მისი თქმით: “ორი ქვეყნის ლიდერებს შორის უშუალო კავშირის დამყარების შანსი გაჩნდა, რაც გარკვეული იმედის საფუძველს გვაძლევს.”

ირანის ხელისუფლების განცხადებით აღნიშნული წერილი თეირანში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით გადასცეს ამერიკელებს.

XS
SM
MD
LG