ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კით რიჩარდსის ქირურგიულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.


როკ ანსამბლ The Rolling Stones-ის სოლო გიტარისტს კით რიჩარდსს ახალ ზელანდიაში სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს. ოკლენდის საავადმყოფოს ექიმთა კონსილიუმმა მას შემდეგ მიიღო ქირურგიული ჩარევის თაობაზე გადაწყვეტილება რაც რიჩარდსი ძლიერი თავის ტკივილის გამო გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ჯერ -ჯერობით ზუსტად ვერ დაადგინეს ის თუ რამ გამოიწვია თავის ტკივილი. ერთ-ერთი ცნობის თანახმად კუნძულ ფიჯიზე შემთხვევით პალმის ხიდან ჩამოვარდნისას მიღებული ტრამვა გახდა ამის მიზეზი, სხვა ცნობებში კი იუწყებიან იმის თაობაზე რომ რიჩარდსს მარცხი წყლის თხილამურებით სრიალის დროს მოუვიდა.

ოკლენდის საავადმყოფოს მედიკოსთა აზრით კით რიჩარდსი შესძლებს როლინგ სტოუნზის ევროპულ ტურნეში მონაწილეობის მიღებას რომელოც ივნისში იწყება.

XS
SM
MD
LG