ცოტა ხნის წინათ კანადაში გასაოცარი უბედურება დატრიალდა. ახალგაზრდა ქალიშვილმა თავის შეყვარებულს აკოცა და მოულოდნელად გარდაიცვალა.
ქრისტინა დე-ფორჟე სულ რაღაც 15 წლის იყო, როდესაც ეს ტრაღედია მოხდა. თურმე მის შეყვარებულს არახისისგან დამზადებული კარაქი უჭამია, გოგონას კი ალერგია ჰქონდა მიწის თხილზე. როგორც მისი ყოფილი მიჯნური მიშელ სან ჟელე იგონებს:” როდესაც ქრისტინას დავხედე მივხვდი, რომ მას სუნთქვა უჭირდა და ძალზე ცუდად იყო.” მან არ იცოდაქრისტინას ალერგიის შესახებ, რამაც უცნაური შოკი გამოიწვია და მიუხედავად იმისა რომ დაუყოვნებლივ გაუკეთეს ადრენალინი, ქრისტინა დე ფორჟე ოთხი დღის შემდეგ კვებეკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მიწის თხილზე ალერგიამ შესაძლოა წნევის უეცარი ვარდნა სახის და ყელის შეშუპება და სულის შეხუთვა გამოიწვიოს.
20 წლის მიშელ რაისინგერსაც ზუსტად იგივე ამბავიშეემთხვა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს: “ყელი გადამეკეტა კინაღამ დავიღვრჩი და მთელ სხეულზე ჭინჭარით დასუსხულივით გამომაყარა. “
ამჟამად მილიონნახევარი ამერიკელი იტანჯება მიწის თხილზე ალერგიით, ყოველწლიურად კი შეერთებულ შტატებში 50-დან 100 კაცამდე იღუპება ამ ალერგიასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევის შედეგად.
ნიუ იორკში არსებული სინაის სამედიცინო ცენტრის პროფესორის ჰიუჯ სემპსონის განცხადებით ამერიკაში უფრო მაღალია მიწის თხილისაგან გამოწვეული უბედური შემთხვევები ვიდრე სხვა ქვეყნებში. შეიძლება ამის მიზეზი ის იყოს, რომ შეერთებულ შტატებში ძალზე პოპულარულია მიწის თხილი. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ამ ალერგიის რიცხვი ორჯერ გაიზარდა ამერიკაში და 18 წლამდე მოზარდების 1%-ს მიაღწია. ჯერ-ჯერობით უცნობია ამ უცნაური მოვლენის მიზეზი, მაგრამ ზოგიერთი ამერიკელი ექიმი მიიჩნევს, რომ ალერგიული დაავადებების გავრაცელების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ბავშვთა იმუნური სისტემის არასრულფასოვანი განვითარება იყოს. ამერიკელი ბავშვების ახალი თაობა, ხომ იდეალური სისუფთავის პირობებში, გაწკრიალებულ სახლებში იზრდება, ისე რომ ბაქტერიებსა და მიკრობებთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდულია, ეს კი თურმე, რაოდენ უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.