ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტი ერაყში, დაიღუპა 24 ადამიანი


მანქანაში დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად ერაყში 24 კაცი დაიღუპა. გარდა ამისა პოლიციამ ბაღდადში 42 ადამიანის გვამი აღმოაჩინა, რომლებიც ტყვიით იყვნენ დაცხრილულნი. 15 ადამიანი დაიღუპა შიიტების წმინდა ქალაქ ქარბალაში ძლიერი აფეთქების შედეგად.

ბაღდადში კი სუნიტურ უბანში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რამაც 8 კაცის სიცოცხლე შეიწირა. 15 დაიჭრა. იმავე დროს, მეზობელ უბანშიც მოხდა აფეთქება, რამაც კიდევ ერთი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

სამხრეთის ქალაქ ბასრაში კი კომენდანტის საათია გამოცხადებული ბრიტანელი სამხედროებისა და შიიტი მეომრების შეტაკების შემდეგ, როდესაც ბრიტანელთა შვეულმფრენი ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG