ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება ჰებრონში ისრაელის პოლიციასა და ებრაულ მოსახლეობას შორის


ჰებრონში ისრაელის პოლიციასა და ებრაელ მოსახლეებს შორის შეტაკება მოხდა. ისრაელის პოლიციამ შტურმით აიღო პალესტინელთა საცხოვრებელი სახლი, სადაც ებრაელი ექსტრემისტები იყვნენ გამაგრებულები. პოლიციამ ჯერ ებრაელთა მხარდასაჭერი მიტინგი გაფანტა ქუჩაში შემდეგ კი უკანონოდ დაკავებული სახლის განთავისუფლებას შეუდგა. ებრელებმა სამართალდამცავებს წინასწარ მომარაგებული ქვები და ბოთლები დაუშინეს. 13 პოლიციელი დაიჭრა და რამდენიმე მოსახლე დააპატიმრეს.

ერთი თვის წინ სამი ებრაული ოჯახი პალესტინელის კუთვნილ სამ სართულიან სახლში შეიჭრა და უარს აცხადებდა მის დატოვებაზე, იმ მოტივით თითქოს თავად პალესტინელმა მეპატრონემ მიაქირავა აღნიშნული საცხოვრებელი ახალ მოსახლეებს, მაგრამ როგორც ისრაელის უმაღლეს სასამართლოში გაირკვა მთელი დოკუმენტები გაყალბებული იყო და ამიტომ სახლის დაცლის დადგენილება გამოიტანეს.

ეს საქმე ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის სერიოზული გამოცდა იყო, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან 4 წლის განმავლობაში 60 ათასამდე ებრალის გამოყვანას გეგმავს.

XS
SM
MD
LG