ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეპალში გაეროს წარმომადგენელი ჩავიდა


ნეპალში გაეროს წარმომადგენელი ჩავიდა ახალ მთავრობასა და მაოისტ მეამბოხეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით. თამრათ სამუელი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში 10 დღიანი ვიზიტით ჩავიდა, რომლის დროსაც ის ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება.

ნეპალის მეფე გიანენდრა 19 დღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ იძულებული გახდა უარი ეთქვა აბსოლუტურ ძალაუფლებაზე.

ამჟამად ნეპალში დემოკრატიის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ამ არეულობას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG